პროექტი
1.
პროექტის სახელი: ,,წყალი-სიცოცხლეა“
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეებმა
უნდა აღწერონ წყლის დაბინძურების კონკრეტული
შემთხვევა და შემდგომ დაასაბუთონ არსებულ მდგომარეობაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა.
მაგ; რომელიმე საწარმო მდინარეს აბინძურებს,მოსახლეობა მდინარის წყალს კი მიწის ნაკვეთების
მოსარწყავად იყენებს, რამაც შეიძლება მოსავლიანობის შემცირება ან მოყვანილი პროდუქტის
ხარისხიანობის გაუარესება გამოიწვიოს.
3.
პროექტის აქტუალობა: მოიძიეთ
ინფორმაცია, საიდან ღებულობთ სასმელ წყალს; არსებობს თუ არა თქვენ საზოგადოებაში სუფთა
წყლის პრობლემა; გაარკვიეთ, ვინ არის პასუხისმგებელი წლის სისუფთავეზე; იყენებენ თუ
არა საწარმოები თქვენ საცხოვრებელთან ახლოს
მდებარე მდინარეს; რუკის საშუალებით გაარკვიეთ და მონიშნეთ http://www.panoramio.com/ - ზე,საიდან ჩაედინება ეს მდინარე, თქვენსკენ რომელი ქვეყნდიდან ან რაიონიდან
მოედინება, რა სახის ნარჩენი ჩაედინება მასში. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მდინარის
დამბინძურებას, რა ღონისძიებების განხორციელება არის შესაძლებელი მდინარის დაბინძურების
თავიდან ასაცილებლად. გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა, ინტერვიუს აღება, ფოტომოსალის
მოგროვება, მოძიებული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში და პრეზენტაცია.
4.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება
გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები,
გამოუმუშავდება კრიტიკული აზროვნების უნარი, გააცნობიერებს ადამიანთა თანამშრომლობის
აუცილებლობას, ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში. გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნეტის
საშუალებით თავიანთ პროექტს.
5.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-14
6.
ვადები/ხანგრძლივობა: პროექტს
ფასილიტაცია გაეწევა 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში/6-8 კვირა
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე ქმინის ვებ გვერდს, შეისწავლოს web 2.0 ის სერვიდებს. სადაც განათავსებს
ინფორმაციას ბუნებრივი წყლის დაბინძურების შესახებ; მოყავს არგუმენტები რომლითაც ასაბუთებს,
რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს; რა დადებით
შედეგებს მოიტანს პროექტის განხორციელება, როგორ შეცვლის ის არსებულ ,,სტატუს-ქვოს“
8.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,რუკები.
9.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის
შეგროვება,დამუშავება დახარისხება,ანალიზის კომუნიკაციის,ინდივიდუალური და კგუფური
მუშაობის უანრ-ჩვევის განვითარება. ნამუშევრის განთავსება ბლოგში, ინტერვიუს აღება,
პლაკატების დამზადება.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირის დამყარებას(მაგ:
გეოგრაფია, გარემოსმცოდნეობა,ქიმია,სამოქალაქო განათლება). სხვადასხვა დისციპლინაში
შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.
პედაგოგებს კი შეეძლებათ დააკავშირონ არჩეული ღონისძიებები ეროვნულ სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ შედეგეზე.
ბუნ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის
საგანი და კვლევის ეტაპები
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აყალიბებს კვლევის მიზანს;
გამოთქვამს მოსაზრებას /ვარაუდს;
არჩევს მონაცემების მოპოვების გზებს;( მაგ,.
ცდით,საველე სამუშაოს ჩატარებით,გამოკითხვით,საკითხის ირგვლივ ლიერატურის მოძიებით);
განსაზღვრავს კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
არჩევს სათანადო ხელსაწოებს/აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს(ცხრილები,გრაფიკები,სიები,ფოტოები,ჩანაწერები);
ბუნ.VII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წაროდგენა
სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.
ბუნ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცეემთა ანალიზი
და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აანალიზეს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს;
ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს;
განიხილავს დაკვირვებისა და გაზომვების დროს
გამოვლენილ მოულოდნელობებს, ცდილობს მათ ახსნას.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): იზა ვარდანიძე
13. პროექტის
ვებ.გვერდი/ბლოგი:ფაზა ნოლი
Комментариев нет:
Отправить комментарий