ფაზა ნოლი
суббота, 4 августа 2018 г.
ანალიტიკური შეფასების სქემა
1-2
ქულა
|
3-4
ქულა
|
5-6
ქულა
|
7-8
ქულა
|
9-10 ქულა
|
|
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტივობა, მოსმენის კულტურა,
მობილიზება,
|
პასიურია, არ
არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, არ უსმენს მოსაუბრეს.
|
საგაკვეთილო
პროცესში ნაწილობრივადაა ჩართული, უჭირს ყურადღების კონცენტრირება
|
გაკვეთილში
ჩართულია ნაწილობრივ, უჭირს ყურადღების კონცენტრირება. იშვიათად უსმენს
მოსაუბრეს,
|
გაკვეთილზე
უმეტესად აქტიურია, მობილიზებულია, უსმენს მოსაუბრეს,
|
აქტიურადაა ჩართული გაკვეთილის მსვლელობისას.
სრულყოფილად აყალიბებს პასუხებს.
|
ამოიცნობს სივრცით ფიგურებს
|
ვერ ცნობს სივრცით ფიგურებს
|
ამოიცნობს სივრცით ფიგურებს
ხარვეზებით
|
ნაწილობრივ ცნობს სივრცით ფიგურებს
|
ამოიცნობს სივრცითი ფიგურების უმრავლესობას
|
ზუსტად შეუძლია სივრცითი ფიგურების ამოცნობა
|
ასახელებს
მრავალწახნაგას ელემენტებს
|
ვერ არჩევს
|
ვერ ასახელებს მრავალწახნაგას ელემენტებს
|
ზოგადად შეუძლია დაასახელოს მრავალწახნაგას
რომელიმე ელემენტი
|
ადეკვატურად ახერხებს
|
სწორად ასახელებს მრავალწახნაგას ელემენტებს,
ამჩნევს მათ შორის დამოკიდებულებას
|
მიღებული
ცოდნის პრაქტიკული გამოყენება
|
არ შეუძლია მიღებული ცოდნის
გამოყენება.
|
უჭირს მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
|
ნაწილობრივ ახერხებს.
|
იყენებს მიღებულ ცოდნას პრაქტიკული სამუშაოების ამოხსნისას,
თუმცა მუშაობის დროს აქვს ხარვეზები.
|
სრულყოფილად იყენებს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში. მუშაობს
თავისუფლად.
|
ისტ-ს გამოყენება სასწავლო პროცესში
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,
გვარი: იზა ვარდანიძე
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური:
V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 8
გაკვეთილის თემა: ,, კუბი, პრიზმა, პირამიდა“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გეომეტრიული ფიგურების მოდელებზე დაკვირვებით
შეძლებენ მრავალწახნაგების: კუბის ,პრიზმისა და პირამიდის ამოცნობასა და აღწერას მათი
მოდელის შექმნას.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
გაკვეთილს ვიწყებთ
თემატიკისა და შეფასების რუბრიკის გაცნობით.
|
● ვერბალური
|
მთელ კლასთან
|
ფლიბჩატი
( გაკვეთილის თემა, შეფასების რუბრიკა)
|
2წთ
|
2
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მათემატიკის
გაკვეთილისთვის განწყობის შექმნის მიზნით
გამოვიყენებ თამაშს ,,გამოიცანი ფიგურა“
● მოსწავლეებს მივცემ მინიშნებებს და უნდა მითხრან,
რომელი გეომეტრიული ფიგურა ჩავიფიქრე.
● უნდა დამისახელონ საკლასო ოთახში არსებული საგნებიდან
რომელი აგონებთ ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს.
|
ნივთის დახასიათება
|
მთელ კლასთან
|
6წთ
|
|
3
|
შემდეგ მოსწავლეებს
ვაძლევ დავალებებს: დახაზონ მათვის ცნობილი გეომეტრიული ფიგურები და მიუწერონ სახელები.
|
იფიქრე-განჭვრიტე-დაუკავშირე
|
ინდივიდუალურად
|
ფანქარი, თაბახის ფურცელი, სახაზავი
|
7წთ
|
4
|
მოსწავლეებს ვეუბნები
, რომ დღეს უნდა შეისწავლონ კიდევ რამდენიმე სივრცითი ფიგურა და ვაჩვენებ მათ მოდელებს.
პროექტორის საშუალებით. დაკვირვების შედეგად მოსწავლეები დაასკვნიან, რომ პრიზმები
მხოლოდ ფუძის ფორმით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მიხვდებიან, რომ თუ პრიზმის
ზედაპირები და ფუძეებიც მართკუთხედებია, მიიღებ მისთვის უკვე ნაცნობ მართკუთხა პარალელეპიპედს,
ხოლო თუ კვადრატებია -კუბს. პირამიდებზე დაკვირვების შედეგად მოსწავლეები გაიაზრებენ
, რომ ფუძეებიც მრავალკუთხედებია, ხოლო წახნაგები ერთი საერთო წვეროს მქონე სამკუთხედები. ჩემი
თხოვნით, მოსწავლეები ითვლიან მრავალწახნაგების წვეროებს და წახნაგებს.
|
დემონსტრირება
|
მთელ კლასთან
|
პროექტორი, კომპიუტერი, (სივრცითი ფიგურები. )
|
8წთ
|
6
|
შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს ჩემთან ერთად
მე დაფაზე, მათ კიდევ რვეულში დახაზონ სივრცითი ფიგურები. ფიგურებს ვაწერ ასოებს
და ვსვამ კითხვებს:
● დაასახელეთ პირამიდის წვეროები;
რამდენი წვერო აქვს?
● ჩამოთვალეთ კუბის წიბოები და წვეროები:
● რომელ ორ წიბოს აქვს საერთო წვერო?
●რატომ არიან ისინი ,,გადამკვეთი
წიბოები“
● დაასახელეთ რომელიმე ორი წიბო,
რომელთაც არ აქვთ საერთო წერტილი:
● რატომ არიან ისისნი ,,არაგადამკვეთი წიბოები“
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან
|
დაფა, ცარცი, რვეული, ფანქარი, სახაზავი.
|
7წთ
|
7
|
მოსწავლეებს შემთხვევითობის პრინციპით ვყოფ ორ
ჯგუფად ვაძლევ მაგნიტიქს, მეორეს მაგფორმერს და ვთხოვ ააწყონ შეძლებისდაგვარად შესწავლილი
სივრცითი ფიგურები. პრეზენტაციის დროს შეადარონ გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით.
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფური
|
მაგნიტიქსი, მაგფორმერი (სივრცითი ფიგურები)
|
7წთ
|
8
|
ვურიგებ წყვილებს ბარათებს,
რომელზეც დახაზულია სახელმძღვანელოში მოცემული ცხრილი: ცხრილის შევსებისას მოსწავლეები
იყენებენ თავიანთ აწყობილ მოდელებს.
|
წყვილებში მუშაობა
|
წყვილებში
|
ბარათები ცხრილებით, საწერი კალამი
|
6წთ
|
9
|
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვაძლევ შეფასებას: (განმავითარებელი,
განმსაზღვრელი)
|
შეფასების ცხრილი
|
2წთ
|
ე.ს.გ სტანდარტი V . 8 .
აღწერს გეომეტრიულ ფიგურებს და ახდენს
მათ კლასიფიკაციას. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ადარებს და აჯგუფებს სივრცულ ფიგურებს
გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით.
სივრცულ ფიგურებში უთითებს მოსაზღვრე/არამოსაზღვრე
წახნაგებს , თანამკვეთი/არათანამკვეთ წიბოებს.
ე.ს.გ სტანდარტი V . 9.
ქმნის ბრტყელი და სივრცული ფიგურების
გრაფიკულ გამოსახულებებს და მოდელებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ნიმუშების მიხედვით
ქმნის მითითებული სივრცული ფიგურების მოდელს,
ან კარკასს სხვადასხვა მასალის გამოყენებით.
პროექტი
1.
პროექტის სახელი: ,,წყალი-სიცოცხლეა“
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეებმა
უნდა აღწერონ წყლის დაბინძურების კონკრეტული
შემთხვევა და შემდგომ დაასაბუთონ არსებულ მდგომარეობაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა.
მაგ; რომელიმე საწარმო მდინარეს აბინძურებს,მოსახლეობა მდინარის წყალს კი მიწის ნაკვეთების
მოსარწყავად იყენებს, რამაც შეიძლება მოსავლიანობის შემცირება ან მოყვანილი პროდუქტის
ხარისხიანობის გაუარესება გამოიწვიოს.
3.
პროექტის აქტუალობა: მოიძიეთ
ინფორმაცია, საიდან ღებულობთ სასმელ წყალს; არსებობს თუ არა თქვენ საზოგადოებაში სუფთა
წყლის პრობლემა; გაარკვიეთ, ვინ არის პასუხისმგებელი წლის სისუფთავეზე; იყენებენ თუ
არა საწარმოები თქვენ საცხოვრებელთან ახლოს
მდებარე მდინარეს; რუკის საშუალებით გაარკვიეთ და მონიშნეთ http://www.panoramio.com/ - ზე,საიდან ჩაედინება ეს მდინარე, თქვენსკენ რომელი ქვეყნდიდან ან რაიონიდან
მოედინება, რა სახის ნარჩენი ჩაედინება მასში. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მდინარის
დამბინძურებას, რა ღონისძიებების განხორციელება არის შესაძლებელი მდინარის დაბინძურების
თავიდან ასაცილებლად. გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა, ინტერვიუს აღება, ფოტომოსალის
მოგროვება, მოძიებული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში და პრეზენტაცია.
4.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება
გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები,
გამოუმუშავდება კრიტიკული აზროვნების უნარი, გააცნობიერებს ადამიანთა თანამშრომლობის
აუცილებლობას, ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში. გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნეტის
საშუალებით თავიანთ პროექტს.
5.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-14
6.
ვადები/ხანგრძლივობა: პროექტს
ფასილიტაცია გაეწევა 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში/6-8 კვირა
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე ქმინის ვებ გვერდს, შეისწავლოს web 2.0 ის სერვიდებს. სადაც განათავსებს
ინფორმაციას ბუნებრივი წყლის დაბინძურების შესახებ; მოყავს არგუმენტები რომლითაც ასაბუთებს,
რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს; რა დადებით
შედეგებს მოიტანს პროექტის განხორციელება, როგორ შეცვლის ის არსებულ ,,სტატუს-ქვოს“
8.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,რუკები.
9.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის
შეგროვება,დამუშავება დახარისხება,ანალიზის კომუნიკაციის,ინდივიდუალური და კგუფური
მუშაობის უანრ-ჩვევის განვითარება. ნამუშევრის განთავსება ბლოგში, ინტერვიუს აღება,
პლაკატების დამზადება.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირის დამყარებას(მაგ:
გეოგრაფია, გარემოსმცოდნეობა,ქიმია,სამოქალაქო განათლება). სხვადასხვა დისციპლინაში
შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.
პედაგოგებს კი შეეძლებათ დააკავშირონ არჩეული ღონისძიებები ეროვნულ სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ შედეგეზე.
ბუნ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის
საგანი და კვლევის ეტაპები
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აყალიბებს კვლევის მიზანს;
გამოთქვამს მოსაზრებას /ვარაუდს;
არჩევს მონაცემების მოპოვების გზებს;( მაგ,.
ცდით,საველე სამუშაოს ჩატარებით,გამოკითხვით,საკითხის ირგვლივ ლიერატურის მოძიებით);
განსაზღვრავს კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
არჩევს სათანადო ხელსაწოებს/აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს(ცხრილები,გრაფიკები,სიები,ფოტოები,ჩანაწერები);
ბუნ.VII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წაროდგენა
სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.
ბუნ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცეემთა ანალიზი
და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აანალიზეს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს;
ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს;
განიხილავს დაკვირვებისა და გაზომვების დროს
გამოვლენილ მოულოდნელობებს, ცდილობს მათ ახსნას.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): იზა ვარდანიძე
13. პროექტის
ვებ.გვერდი/ბლოგი:ფაზა ნოლი
Подписаться на:
Сообщения (Atom)